top of page

პროექტი

    პროექტი   გულისხმობს  ორიგინალური  პროდუქტის  შესაქმნელად  ან  კონკრეტული  შედეგის  მისაღწევად  გაწეულ  სამუშაოს,  რომელიც თავის  მხრივ  მოიცავს  დაგეგმვას,  ხშირად  კვლევას,  უშუალოდ  შესრულებასა  და  წარდგენას.

საგანმანათლებლო  პრაქტიკაში  პროექტი  ნიშნავს  სტუდენტ(ებ)ის  მიერ შესრულებულ  სამუშაოს,  რომელიც  ერთი  მხრივ  უზრუნველყოფს თეორიულად მიღებული  ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენებას  და  შესაბამისი  უნარების განვითარებას,  ხოლო  მეორე  მხრივ,  გამოიყენება როგორც  კომპეტენციის  შეფასების მეთოდი.

პროექტში  მონაწილე  პირთა  რაოდენობის  მიხედვით  განასხვავებენ ინდივიდუალურ (ერთი  შემსრულებელი) – და ჯგუფურ (რამდენიმე შემსრულებელი) პროექტებს. სტუდენტური პროექტების შემთხვევებში გარკვეულ პირობებში პროექტების შესრულება დასაშვებია ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ. ჯგუფური პროექტის დროს მნიშვნელოვანია შესასრულებელი სამუშაოს განაწილება  ჯგუფის წევრებს  შორის;  ინდივიდუალური  პროექტის  შემთხვევაში სამუშაოს  მთელი  სპექტრი  სრულდება  მხოლოდ  ერთი  სტუდენტის  მიერ.

პროექტი,    როგორც  წესი,  შემაჯამებელი  შეფასების  ფორმას  წარმოადგენს  და უჩვენებს,  თუ  რამდენად  დაეუფლა  სტუდენტი  სასწავლო კურსით  ან  მთელი საგანმანათლებლო  პროგრამით  გათვალისწინებულ  ცოდნასა  და  უნარ-ჩვევებს. 

ამიტომ  პროექტი  გამოიყენება  კურსის ან  პროგრამის  დასრულებისას,  როგორც  საბოლოო  შეფასება.  რადგანაც  პროექტში  შესასრულებელი სამუშაოები  სხვადასხვა  ტიპის ცოდნასა  და  უნარებს  მოითხოვს,  როგორც  წესი,  პროექტით    ფასდება  არა  ცალკეული  სასწავლო  კურსი, არამედ  მთელი საგანმანათლებლო  პროგრამა  –  ანუ  პრაქტიკული  პროექტის  შესრულებისათვის  სტუდენტმა  უნდა  გამოიყენოს პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სასწავლო კურსებში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება. ცხადია, პროექტის გამოყენების აუცილებელი წინაპირობაა სტუდენტ(ებ)ის  უზრუნველყოფა  საჭირო  მასალებითა  და  შესაბამისი  სამუშაო  ადგილით. თავისი  დანიშნულებით  და  მასშტაბით პროექტი,  როგორც  შეფასების  ფორმა,  უახლოვდება  პორტფოლიოს  –  ორივე  შემთხვევაში  სტუდენტმა  უნდა  წარმოადგინოს დასრულებული  ნამუშევარი.  განმარტებიდან  გამომდინარე,  პორტფოლიო  სწორედ  სხვადასხვა  პროექტის  ნაკრებს  წარმოადგენს.

ჯგუფური  პროექტის  თავისებურებანი 

განსაკუთრებული  ყურადღება  გვმართებს,  როდესაც  შეფასების  ფორმად  ჯგუფურ  პროექტს  ვიყენებთ,  იმიტომ  რომ  მისი  წარმატებული განხორციელება,  გარდა  სტუდენტების  პროფესიონალიზმისა,  მათგან  გარკვეულ  სოციალურ  სიმწიფესაც  მოითხოვს.

ჯგუფურ  პროექტს  ვიყენებთ,  როდესაც:

  •  პროექტის  მოცულობა  იმდენად  დიდია,  რომ  ერთი  სტუდენტი  მას  ვერ  გასწვდება;

  •  თუ  სასწავლებელში  პრაქტიკული  სამუშაოს  შესასრულებლად  საჭირო  რესურსები  მწირია  და  ყოველ  ინდივიდუალურ  სტუდენტს  ვერ  ვუზრუნველყოფთ  სათანადო  მასალებით;

  •  თუ  გვინდა,  რომ  სტუდენტებმა  ერთმანეთისგანაც  ისწავლონ;

  •  თუ  მოცემული  პროფესია  ისედაც  მოითხოვს  ჯგუფურ  მუშაობას  –  მაშინ    პროგრამის  ფარგლებში  აუცილებელია  ჯგუფში  მუშაობის

       არა  მარტო  პრაქტიკული,  არამედ  სოციალური  უნარების  განვითარებაც  და  პროექტი  მნიშვნელოვანია  რეალური  პროფესიული                  პრაქტიკის მომზადებისათვის.

ჯგუფურ  პროექტს  იშვიათად  ან  საერთოდ  არ  იყენებენ,  თუ  სტუდენტები  ერთმანეთს  ჯერ  კარგად  არ  იცნობენ;  როგორც  უკვე აღინიშნა,  ჯგუფურ  პროექტში  მუშაობა  სოციალური  უნარების  არსებობას  გულისხმობს.  თუმცა  

სასწავლებლის  საგანმანათლებლო  პოლიტიკა  შეიძლება  სწორედ  პროექტის  ფარგლებში  ითვალისწინებდეს  სტუდენტებისათვის  ისეთი ზოგადი  უნარების  გამომუშავებას,   როგორიცაა  პასუხისმგებლობა,  კომუნიკაცია   ჯგუფის  წევრებთან,  ლიდერობა,  დროის  მენეჯმენტი და ა.შ.მასწავლებელი  ყურადღებით  უნდა  მოეკიდოს  ჯგუფის  ფორმირებას.  არსე-ბობს  სხვადასხვა  პედაგოგიური  მიდგომა,  რომელთაგან თითოეულს  თავისი  დადებითი  და  უარყოფიითი  მხარეები  აქვს:

  1. ჯგუფში  სხვადასხვა  უნარებისა  და  კომპეტენციის  სტუდენტების  გაერთიანება  –  იდეალურ  შემთხვევაში,  სუსტმა  და ჩამორჩენილმა სტუდენტებმა  ძლიერი  და  წარმატებული  სტუდენტების  გვერდით  მუშაობის  პროცესში  ბევრი  რამ  შეიძლება  ისწავლონ პრაქტიკულად  არაფორმალურ  გარემოში;

  2. შედარებით  სუსტი  სტუდენტების  გაერთიანება  ერთ  ჯგუფში,  რათა  ზედამხედველმა  მეტი  დრო  დაუთმოს  მათთან  მუშაობას;

  3. სტუდენტების  მიერ  ჯგუფის  დამოუკიდებელი  ფორმირება  –  ამ  დროს  ჯგუფში  ერთიანდებიან  მეგობრები  და  ეს  გარკევეულწილად ამარტივებს  ჯგუფის  მუშაობას.

ჯგუფურ  პროექტზე  მუშაობის  მთავარი  სირთულე  მდგომარეობს  ჯგუფის  წევრების  შეფასებაში:  ხშირად  პროექტის  შესრულება  ერთი-ორი  სტუდენტის ''ზურგზე გადადის",  მაშინ  როდესაც  დანარჩენები  უბრალოდ  სარგებლობენ  მიღებული  შედეგით.  ან  შესაძლებელია, რომ  ჯგუფის  მხოლოდ  ერთი  წევრის  პასიურობამ  დააზარალოს  დანარჩენების  მუშაობა.  შემფასებლისათვის  ძალიან  რთულია  იმის გარკვევა,  თუ  ვინ  რა  წვლილი  შეიტანა  ჯგუფის  მუშაობაში,  თუ  პროცესს  მუდმივად  არ  აკვირდებოდა.  შესაბამისად,  უპრიანია თავიდანვე  მასწავლებელთან  ერთად  განისაზღვროს  ჯგუფის  ყოველი  წევრის  ფუნქცია  მოცემული  პროექტის  განხორციელებაში  და როგორც  მთელი  ჯგუფის,  ასევე  მისი  ყოველი  ინდივიდუალური  წევრის  მუშაობის  შეფასების  კრიტერიუმებიც.  

ჯგუფური  პროექტის  შეფასების  სავარაუდო  პირობები:

  •   თუ  პროექტი  ამის  საშუალებას  იძლევა,  შეიძლება  ჯგუფის  ყველა  წევრს  ერთი  და  იგივე  ტიპის  სამუშაო  გაუნაწილდეს  –  მაშინ  აღარ დაგვჭირდება  შეფასების  განსხვავებული  კრიტერიუმების  გამოყენება.  

  •  ჯგუფი  იღებს  საერთო  შეფასებას,  რომელიც,  ამავდროულად,  მისი  ყოველი  წევრის  შეფასებაცაა.  

  •  ყველაზე  უფრო  რადიკალური  შემთხვევაა, როდესაც  ჯგუფი იღებს  საერთო  შეფასებას,  და  მერე  მისმა  წევრებმა  უნდა  განსაზღვრონ, ვის რამდენი ქულა  ეკუთვნის.  ეს  შეიძლება საკმაოდ  კონფლიქტური მეთოდი  გამოდგეს და ამიტომ  მისი  გამოყენებისას მასწავლებელმა ეს საფრთხე  უნდა  გაითვალისწინოს.  შესაძლოა  ეს  მეთოდი  არ  შეესაბამებოდეს  პროფესიული  სწავლების  ცენტრის შეფასების  პოლიტიკას.  

  • სამუშაოს  დასრულების  შემდეგ  ჯგუფი  წარადგენს  ანგარიშს,  რომლის  საფუძველზეც  იწერება  საერთო  შეფასება,  რომელიც  ყველა წევრის  ინდივიდუალური  შეფასების  ვთქვათ  60%-ს  შეადგენს.  საბოლოო ნიშნის  დარჩენილი  40%  კი  დამოკიდებულია  უკვე ინდივიდუალურ გამოკითხვაზე,  სტუდენტის  მიერ  მიწოდებულ  ახსნა-განმარტებაზე და  ა.შ.

ნებისმიერ  შემთხვევაში  შეფასების  წესი  და  პირობები  წინასწარ  უნდა  ეცნობოს  სტუდენტებს.  ჯგუფური  პროექტის  დაწყებისას აუცილებელია  საერთო  შეხვედრის  მოწყობა  ან  წერილობითი  დეტალური  ინსტრუქციების  მომზადება  და  სტუდენტებისათვის  გაცნობა. თუ  პროექტი  ხანგრძლივი  ან  მრავალეტაპიანია,  უპრიანია,  დროდადრო  საკოორდინაციო  შეხვედრების  მოწყობა,  სადაც  სტუდენტებს ექნებათ  საშუალება  გაიაზრონ  ჩატარებული  სამუშაო,  დასახონ  სამომავლო  ეტაპების  შესრულების  გეგმა,  დაეკითხონ  ხელმძღვანელს/მასწავლებელს  და  ა.შ.  იგივე  მიდგომა  შეიძლება  განხორციელდეს  ინდივიდუალური  პროექტის  შემთხვევაშიც.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უარყოფითი  მხარეები:

  •  შეფასების  საკმაოდ  ძვირადღირებული  მეთოდია;

  •  საჭიროებს   დიდ   დროს   როგორც   შესრულების   ასევე   შეფასებისათვის.  

 

მაგალითი    

 

სფერო:  ელექტროშედუღება

მიზანი:  ელექტროშედუღების  სფეროში  არმატურის  შედუღების  მეთოდების  პრაქტიკულად  გამოყენება.  

დავალება:  ელექტრორკალური  შედუღებადავალება  სრულდება  სტუდენტთა  4  კაციანი  ჯგუფის  მიერ  საამქროში  ან  საამშენებლო მოედანზე.  

სამუშაოს  შესრულებისათვის  საჭირო  აქტივობები :  

  •   სამუშაოს  ტიპის  განსაზღვრა;

  •   ელექტროდების  შერჩევა  შესადუღებელი  კონსტრუქციების  დანიშ-ნულებისა  და  ფოლადის  ტიპის  მიხედვით;

  •   საშემდუღებლო-ტექნოლოგიური  თვისებების  გათვალისწინება  არსებული  პასპორტის  მიხედვით;

  •   შეერთების  ტიპისა  და  ნაკერის  მდებარეობის  გათვალისწინებით;  

  •   ელექტროდის  შერჩევა    (ფოლადის  სიმტკიცისა  და  პლასტიკურობის,  

  • ბზარის  წარმოქმნისადმი  მდგრადობის  მიხედვით).  

შეფასების  კრიტერიუმი:  

  •  აქტივობა;

  •   მიღწეული  შედეგი;

  •   შესრულებული  სამუშაოს  ხარისხი;

  •   მუშაობის  კოორდინირებულობა.

 

რეკომენდაციები:

  • ყურადღებით შეარჩიეთ საპროექტო თემები – თემა საგანმანათლებლო პროგრამის შინაარს უნდა შეესაბამებოდეს და სტუდენტს უნდა  გააჩნდეს ამ თემის შესრულებისათვის საჭირო ცოდნა და უნარები.

  • მკაფიოდ განსაზღვრეთ პროექტის შეფასების კრიტერიუმები.

  • თუ სტუდენტები პროექტს თქვენი სასწავლებლის ფარგლებს გარეთ ასრულებენ (მაგ. პრაქტიკის გავლის ადგილას, სხვადასხვა პარტნიო-რების საწარმოში და ა.შ.), გახსოვდეთ, რომ ისინი თქვენს სასწავლებელს წარმოადგენენ. მოამზადეთ სტუდენტები ამისათვის, რადგანაც მათ სასწავლებლისათვის კარგი ან ცუდი რეკლამის გაკეთება  შეუძლიათ.

თემა მომზადებულია მასალიდან:

ლიკა ღლონტი, ანასტასია ქიტიაშვილი, ნინო ბარტყავა, ციცო გვარამაძე (2008). სწავლებისა და შეფასების მეთოდები პროფესიულ განათლებაში, სახელმძღვანელო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

რა არის პროექტი?

მომზადებულია: Irakli Kurdiani

რა  უნდა  გავითვალისწინოთ

თავისთავად  პროექტის  შესრულებისათვის  გარკვეული  დრო  უნდა  იყოს  გამოყოფილი  –  სასწავლებელმა  თავად  უნდა  განსაზღვროს, საგანმანათლებლო  პროგრამის  რა  ნაწილს  დაუთმობს  სტუდენტ(ებ)ის  მიერ  პროექტის  შესრულებას.  თავიდანვე  გასარკვევია ხელმძღვანელის  როლი,  მისი  მონაწილეობის  საზღვრები,  რამდენად  აქვს  უფლება  ჩაერიოს  პროცესში  და  ა.შ.  

შეფასებისას  უნდა  წინასწარ  იყოს  ცნობილი,  რა  ფასდება:  

  •   დასრულებული  სამუშაოს  შესახებ  წარმოდგენილი  ანგარიში?  

  •   პროექტის  შედეგების  პრეზენტაცია?  

  •   შექმნილი  პროდუქტი  (თუ  ამას  პროექტის  სპეციფიკა  ითვალისიწნებს)?  

  •   სამუშაოს  მსვლელობა  დაკვირვების  გზით  თუ  ყველაფერი  ერთად?  

აქაც  სხვადასხვა  მიდგომა  არსებობს  და  სასწავლებელმა  თავად  უნდა  განსაზღვროს  პროექტების  შეფასების  საკუთარი  სტრატეგია.

დადებითი  მხარეები:

  •   სახელობო  განათლებაში  პროექტი  შემაჯამებელი  შეფასების  ყველაზე  უფრო  ადეკვატური  მეთოდია;

  •   საუკეთესოდ  ამზადებს  სტუდენტს  რეალური  პროფესიული  საქმიანობისათვის;

  •   პროფესიული  უნარ-ჩვევების  გარდა,  ხელს  უწყობს  ზოგადი  უნარების  განვითარებას

bottom of page