სწავლებისა და სწავლის თანამედროვე სტრატეგიები
კომუნიკაცია
კომუნიკაცია არის ადამიანებს შორის ურთიერთობის პროცესი, რომლის მიზანია ინფორმაციის გადაცემა. კომუნიკაციის პროცესში ერთი მხარე, ანუ ინფორმაციის წყარო, ინფორმაციას გადასცემს მეორე მხარეს, ანუ ინფორმაციის მიმღებს, რომელიმე საკომუნიკაციო არხის საშუალებით. ინფორმაციის წყარო და მიმღები შეიძლება ერთი ან მეტი ადამიანი იყოს. მაგ.: ლექციის ახსნის პროცესში მასწავლებელი არის ინფორმაციის წყარო, ხოლო სტუდენტები – ინფორმაციის მიმღებები.
ინფორმაცია, რომელიც კომუნიკაციის პროცესში გადაიცემა, შეიძლება იყოს ვერბალური (სიტყვიერი) ან არავერბალური (უსიტყვო). ამის მიხედ-ვით კომუნიკაცია იყოფა ვერბალურ ანუ სიტყვიერ და არავერბალურ, ანუ უსიტყვო კომუნიკაციად. კომუნიკაციის პროცესში ძირითადად გულისხმობენ მოსაზრებების, იდეების, შეხედულებების გაცვლას, რაც სიტყვიერად ხდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ჟესტებით, მიმიკებით, პოზით და ა.შ.
საკომუნიკაციო არხი, რომელიც ინფორმაციის გადაცემისას გამოიყენება, შესაძლებელია იყოს სხვადასხვა; მაგ.: ვიზუალური, როდესაც მასწავ-ლებელი იყენებს თვალსაჩინო ებებს და სტუდენტები ხედავენ მასალას;
აუდიალური, როდესაც მასწავლებელი საუბრობს და სტუდენტები ისმენენ ინფორმაციას;
ტაქტილური, როდესაც სტუდენტი ხელით ეხება მაგ.: თიხას და ხვდება, რომ ის სველი და რბილი არის;
კომუნიკაციისას შესაძლებელია ერთდროულად ერთი ან რამდენიმე არხის გამოყენება. რაც უფრო მეტი არხი გამოიყენება ინფორმაციის გადასაცემად, მით უფრო ადვილია მასალის გაგება და დამახსოვრება. ერთი შეხედვით კომუნიკაცია არ უნდა იყოს რთული, თუმცა ბევრი სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემა არასწორი, დამახინჯებული კომუნიკაციით არის გამოწვეული. იგივე ითქმის სწავლების პროცესზე. ძალიან ხშირად სწავლების პრობლემები, სხვა მიზეზებთან ერთად, არასწორი კომუ-ნიკაციით არის გამოწვეული.
კომუნიკაცია შესაძლებელია შეფერხდეს სხვადასხვა ფაქტორის გავლენით, მათ სხვანაირად ბარიერებს უწოდებენ. ბარიერები ხელს უშლის ინფორმაციის გადაცემასა და გაგებას. ეს შესაძლებელია იყოს:
ენობრივი ბარიერები , როგორიცაა მსმენელისათვის გაუგებელი ჟარგონის გამოყენება, სპეციალური ტერმინოლოგია, უცხო ენა;
ფიზიკური ბარიერები , როგორიცაა ხმაური, მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არაკეთილმოწყობილი საკლასო გარემო;
ფსიქოლოგიური ბარიერები, როგორიცაა ინტერესის არქონა, უყურადღებობა;
მეორეხარისხოვანი ბარიერები , როგორიცაა მოსაუბრეებს შორის განსხვავებული გამოცდილება, კულტურული განსხვავებები.
ამ ბარიერების კონტროლი და კომუნიკაციის პროცესში მათი შემცირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომუნიკაციას.
ვერბალური კომუნიკაცია
ვერბალური კომუნიკაცია არის სიტყვიერი კომუნიკაცია ანუ კომუნიკაცია ენის გამოყენებით. ვერბალური კომუნიკაციის მიზანი არის სიტყვიერი ინფორმაციის გადაცემა. ვერბალურ კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს საკლასო გარემოში; ლექციის, სემინარის, დისკუსიის, ჯგუფური მუშაობის დიდი ნაწილი ვერბალურ კომუნიკაციას ეთმობა. ინფორმაცია მაქსიმალურად გასაგები და ადვილად გადასამუშავებელი რომ იყოს, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. ეს ფაქტორებია:
-
ტერმინოლოგია;
-
ინფორმაციის შინაარსი;
-
ინფორმაციის სიდიდე;
-
ორგანიზება;
-
ანალიზი;
-
ინფორმაციის გადაცემის დრო.
ეს მახასიათებლები იცვლება კონტექსტისა და კომუნიკაციის მიზნის მიხედვით; ამასთანავე, ინფორმაციის მიღება და მისი გადამუშავება დიდად არის დამოკიდებული კულტურაზე; რაც ერთი აუდიტორიისთვის გასაგებია, შესაძლებელია გაუგებარი და მიუღებელი იყოს სხვასთან.
ვერბალური კომუნიკაცია სხვადასხვა გარემოში
ინფორმაცია რომ გასაგები იყოს, საჭიროა:
-
ტერმინოლოგია, რომელსაც კომუნიკაციისას ვიყენებთ, აუდიტორიისათვის გასაგები იყოს; სპეცტერმინოლოგიის გამოყენებისას დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ სტუდენტებს ტერმინოლოგია ესმით;
-
შინაარსი უნდა იყოს ნათლად ჩამოყალიბებული; ყოველთვის უნდა შევეცადოთ, რომ ყველაფერი, რისი თქმაც გვსურს, იყოს მკაფიოდ ფორმულირებული და ნაკლებად ნაგულისხმევი. ასევე, უნდა გავით-ვალისწინოთ აუდიტორიის გამოცდილება, როგორც ინდივიდუალური, ისე კულტურული.
-
ინფორმაციის სიდიდე დამოკიდებულია თემასა და აუდიტორიაზე, თუმცა ის არ უნდა იყოს ძალიან გრძელი და მოსაბეზრებელი და ასევე – ძალიან მოკლე და გაუგებარი;
-
მასალა უნდა იყოს კარგად სტრუქტურირებული და ლოგიკურად ორ-განიზებული; გამოკვეთილი უნდა იყოს მნიშვნელოვანი მომენტები; ასევე, სასურველია ინფორმაციაში იგრძნობოდეს მოვლენების ქრონოლოგია: მოვლენის დაწყება, განვითარება და დასასრული;
-
ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ლოგიკურ ანალიზს;
-
ინფორმაციის გადაცემის დრო ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ეფექტურობისათვის; კომუნიკაციისათვის საჭიროა არა მარტო ინფორმაციის კარგად ჩამოყალიბება, არამედ საჭირო დროს გადაცემაც.
კლასში დიდი დრო იხარჯება მასწავლებლის მიერ მასალის ახსნაზე. რაც უფრო ნათლად, მარტივად, ლოგიკურად და გასაგებად ჩამოაყალიბებს მასწავლებელი
ასახსნელ მასალას და რაც უფრო მეტად დაუკავშირებს მას აუდიტორიის გამოცდილებას, მით უფრო ადვილად გასაგები გახდება მასალა სტუდენტებისათვის.
მოსმენა
ერთი შეხედვით მოსმენა არ უნდა იყოს პრობლემა, თუმცა ადამიანებს ხშირად უჭირთ ინფორმაციის ზუსტი გაგება. არსებობს ტერმინი აქტიური მოსმენა, რაც მიანიშნებს, რომ მოსმენა არ არის პასიური პროცესი და მხოლოდ ინფორმაციის გაგებას არ ნიშნავს. აქტიური მოსმენა ნიშნავს არა მხოლოდ იმის გაგებას, თუ რას ამბობს ადამიანი, არამედ როგორ და რა ემოციით. აქტიური მოსმენის დროს მსმენელი ძირითადად მოსაუბრეზეა კონცენტრირებული. კარგი მოსმენა ნიშნავს არა მოსაუბრისათვის საკუთარი მოსაზრებების და ემოციების თავსმოხვევას, არამედ მოსაუბრის ინფორმაციისა და ემოციის ზუსტ გაგებას.
აქტიური მოსმენა სიზუსტეს საჭიროებს, ამიტომ, სასურველია ინფორმაციის მოსმენისა და გაგების შემდეგ ყოველთვის გადავამოწმოთ, რამდენად ზუსტად გვესმის მოსაუბრის.
აქტიური მოსმენისას მსმენელი ყურადღებას გამოხატავს როგორც არავერბალურად, მაგ.: თვალით კონტაქტი, თავის დაქნევა, ღია ჟესტები, ასე ვე ვერბალურად, მაგ.: `რა მოხდა შემდეგ, `შენ როგორც მითხარი... იქნებ დააკონკრეტო და ა.შ.
აქტიურ მოსმენასთან მჭიდრო კავშირშია უკუკავშირი, რაც ნიშნავს იმას, რომ მსმენელი მოსაუბრეს ატყობინებს, რომ მან მოისმინა და ზუსტად გაიგო მოსაუბრის აზრი და დამოკიდებულება. შესაძლებელია ითქვას, რომ უკუკავშირი აქტიური მოსმენის შედეგია. უკუკავშირი შესაძლებელია იყოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი. უკუკავშირის დანიშნულებაა ადამიანს შეატყობინოს, როგორ გააუმჯობესოს შედეგი. არსებობს უკუკავშირის რამ დენიმე სახე: პოზიტიური, რომლის მიზანია სტუდენტის წახალისება; მაგ.: შენ ზუსტად გაიანგარიშე რა მოცულობის საშენი მასალა დაგჭირდება კედლის ამოსაყვანად; ასე გააგრძელე!
უაროფითი, რომლის მიზანია მოსაუბ რის დაბლოკვა; მაგალითად, როგორც ჩანს, შენ უყურადღებოდ მოუსმინე ამინსტრუქციას, ამიტომ, არა სწორად შე ასრულე დავალება.
ნეიტრალური, რომელიც არც წაახალისებს და არც აფერხებს მოსაუბრეს; მაგ.: გასაგებია, მესმის.
ინფორმატიული, რომლის მიზანია მსმენელისათვის ინფორმაციის მიწოდება; მაგ.: რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, ამას ფორმატირების პროცესს უწოდებენ.
შემაჯამებელი – რომლის მიზანია მოსაუბრის ნათქვამის, ქცევის და ა.შ. შეჯამება; მაგ.: `შენი ნათქვამიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ შენთვის უფრო მოსახერხებელი ინდივიდუალური მუშაობაა. პედაგოგიკაში, უფრო მეტი აქცენტი პოზიტიურ უკუკავშირზე უნდა კეთდებოდეს; საჭიროა აღინიშნოს ის, რასაც მიაღწია სტუდენტმა და არა მხო-ლოდ ის, რასაც ვერ მიაღწია.
შეკითხვის დასმა
მნიშვნელოვანია შეკითხვის სწორად დასმა. იმის მიხედვით, თუ რა საკითხზე და რა ინფორმაციის მისაღებად ვეკითხებით, იცვლება შეკითხვის ფორმა, შინაარსი და მიღებული პასუხიც. შეკითხვა შედგება შინაარსისა და ფორმისაგან; ცხადია ყოველი კითხვა გარკვეული შინაარსის მატარებელია. ფორმის მიხედვით კი არსებობს დახურული და ღია შეკითხვები.
დახურულია შეკითხვა თუ მისი პასუხები წინასწარ განსაზღვრულია. დახურულ შეკითხვაზე პასუხს დიდი დრო არ სჭირდება; დახურული შეკითხვებით მოწმდება რამდენად ზუსტად ახსოვს ადამიანს ინფორმაცია. დახურული შეკითხვები ხშირად შედის ტესტებში. დახურულ შეკითხვას შეიძლება 2 პასუხი ჰქონდეს დიახ/არა ან რამდენიმე პასუხი და მათგან სწორი პასუხის შერჩევა იყოს საჭირო; დახურულ კითხვებში შედის დათანხმების ხარისხიც სრულად ვეთანხმები, ნაწილობრივ ვეთანხმები, ნეიტრალური, საკმაოდ ვეთანხმები, საერთოდ არ ვეთანხმები, რომლიდანაც რესპონდენტი ერთ პასუხს ირჩევს.
ღია შეკითხვას წინასწარ განსაზღვრული პასუხები არ აქვს. მას შეიძლება მრავალი პასუხი ჰქონდეს; ასეთი კითხვებით შესაძლებელია გადამოწმება, თუ როგორ აღიქვამს სტუდენტი მოვლენას, რა მოსაზრებები აქვს და ა.შ. ღია შეკითხვის მიზანი შესაძლებელია იყოს პასუხის დაკონკრეტება, პასუხის კიდევ უფრო გავრცობა, მეტი ახსნა-განმარტების მიცემა და ა.შ. ასეთ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად სტუდენტს სჭირდება მასალის გახსენება, გადამუშავება, შეფასება, არგუმენტირება. ღია შეკითხვებზე პასუხს უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე დახურულზე. მაგ.:
`როგორ გავზარდოთ მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა 1 ჰა-ზე?
ან `რას გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველა- დი გადამუშავება?
მასწავლებელი ძირითადად იმისათვის ეკითხება სტუდენტებს, რომ გაიგოს, რამდენად კარგად ესმით მათ მასალა. თუმცა, მასწავლებელმა შესაძლებელია არასწორად დასვას შეკითხვები და შესაბამისად, სტუდენტებს აზრის სრულყოფილად გამოთქმის საშუალება არ მისცეს; სასურველია შეკითხვები დაისვას ცალ-ცალკე და არა რამოდენიმე ერთად; სტუდენტს მოსაფიქრებლად საჭირო დრო უნდა ჰქონდეს; შეკითხვის დასმის დროს მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტების ცოდნასა და ინდივიდუალური განსხვავებებს; ასევე, მას წინასწარ არ უნდა ჰქონდეს გააზრებული კითხვაზე პასუხი და სტუდენტებს ამ პასუხისაკენ არ უნდა უბიძგოს; შეკითხვა უნდა დაისვას მთელი ჯგუფისთვის და არა ჯგუფის ნაწილისათვის.
არავერბალური კომუნიკაცია
არავერბალური კომუნიკაცია
საქართველოს უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, საგანი: ,, დოკუმენტური ფილმის მომზადება''
ნაზი ვირსალაძე, ფინალური ნაშრომი IV კურსი.
არავერბალური კომუნიკაცია არის კომუნიკაცია სიტყვების გარეშე, ანუ ადა მიანის ფიზიკური მახასიათებლებითა და ქცევით.
-
ურთიერთობისას ინფორმაციის უდიდესი ნაწილი 90% არავერბალურად (სხეული და ხმის ტო ნი/ტემბრი) გადაიცემა;
-
არავერბალური კომუნიკაციით გამო იხატება ემოციები, დამოკიდებულება, მოძრაობის მიმართულება, საგნების ფორმა, რაც ზოგ ჯერ ძნელად გამოითქმის სიტყვებით;
-
არავერბალური კომუნიკაცია უფრო ძველია, ვიდრე ვერბალური; ადა-მიანები მეტყველების დაწყებამდე ურთიერთობისათვის არავერბალურ კომუნიკაციას იყენებდნენ; ბავშვებიც ჯერ სწავლობენ არავერბალურ კომუნიკაციას, შემდეგ ვერბალურს;
-
ვერბალური კომუნიკაციის სისწორე და სანდოობა მტკიცდება არავერ-ბალურით, თუ მათ შორის შეუსაბამობაა, მაგ.: ადამიანი პოზიტიურად აფა სებს მოვლენას, მაგრამ მისი სახის გამომეტყველება ამის საწი-ნააღმდეგოს ადასტურებს, ადამიანები უფ რო მეტად არავერბალურ ინფორმაციას ენდობიან;
-
არავერბალური კომუნიკაცია უფრო სანდოდ და გულწრფელად არის მიჩნეული, ვიდრე ვერბალური, რადგან უფრო ძნელია არავერბალური მანიშნებლების კონტროლი, ვიდრე სიტყვების;
-
ვერბალური კომუნიკაცია წყდება, როდესაც წყარო წყვეტს ინფორმაციის მიწოდებას; არავერბალურად ინფორმაცია ყოველთვის გადაიცემა სხეულის პოზით, ჩაცმულობით და ქცევით;
-
ადამიანები ხშირად ცდილობენ რეალური ემოციების დაფარვას. როგორც წესი, ყალბი, არაბუნებრივი ემოცია დროში ძალიან გახანგრძლივებულია ან პირიქით, შეკვეცილი. გამოცდილი ადამიანისათვის ადვილი დასანახია ადამიანების რეალური ემოციასხეულის პოზის, ჟესტებისა და სხვა არავებალური მანიშნებლების მიხედვით.
კვლევები აჩვენებს, რომ საკლასო გარემოში ინფორმაციის უდიდესი ნაწილი არავერბალურად გადაიცემა. ამასთანავე, როდესაც სტუდენტები მასწავლებელს ზოგადად ან მის კომპეტენტურობას აფასებენ, უმეტეს შემთხვევაში არავერბალურ ინფორმაციაზე მიუთითებენ. მაგ.: სასიამოვნო ხმა აქვს, გამაღიზიანებელი მანერები აქვს, მომწონს მისი ხმის ტემბრი და ა.შ. ამის საწინააღმდეგოდ, აღმოჩნდა, რომ მასწავლებლები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სტუდენტების არავერბალურ მანიშნებლებს და ძირითადად მასალის გადაცემით არიან დაკავებული. საკლასო გარემოში მნიშვნელოვანია შემდეგი არავერბალური მანიშნებლების გათვალისწინება და კონტროლი: სხეულის პოზა, ჟესტები, სახის გამომეტყველება, ხმის მახასიათებლები, ჩაცმულობა და მანძილი; ასევე ფიზიკური გარემო და დრო. სხეულის პოზით ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეიძლება ადამიანის შესახებ, როგორიცაა მისი სტატუსი, დამოკიდებულება, ემოციები და ა.შ. მაგ.: როდესაც სტუდენტი ლექციაზე ზის მოდუნებული, მასწავლებელს არ უყურებს, ეს
სხეულის ენა
შესაძლებელია ნიშნავდეს, რომ მას არ აინტერსებს ლექცია; ხოლო წინ წამოწეული სტუდენტი, რომელიც ინიშნავს მასალას, გამოხატავს ინტერესს. ჟესტები წარმოადგენს ხელების მოძრაობას; არსებობს ჩაკეტილი და ღია ჟესტები, აგრესიული და კეთილგანწყობილი; მაგ.: გადაჯვარედინებული ხელები ჩაკეტილი პოზაა, მუშტის დარტყმა მაგიდაზე ან საწერი კალმით ან ჯოხით მითითება აგრესიულად აღიქმება. მაღალი სტატუსის, მაღალი თვითშეფასების, საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებს უფრო ფართო ჟესტები აქვთ, ვიდრე დაბალი სტატუსის და მორცხვ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებული; საკლასო გარემოში სასურველია მასწავლებლის ჟესტები იყოს ღია და არააგრესიული.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშუალება სახის გამომეტყველებაა. სახის გამომეტყველებაში შედის ღიმილი, თვალებით კონტაქტი და მიმიკები; მასწავლებელი სტუდენტების სახის გამომეტყველებით შესაძლებელია მიხვდეს, ესმით და აინტერესებთ თუ არა საკითხი, იციან თუ არა მასალა და ა.შ. ასევე, მასწავლებლის სახის გამომეტყველება სტუდენტებისათვის შეიძლება მნიშვნელოვანი განმამტიკიცებელი იყოს; როდესაც სტუდენტის პასუხზე მასწავლებელი იღიმის და თავს აქნევს, სტუდენტისათვის ეს ნიშნავს, რომ მისი პასუხი სწორია; შეჭმუხნილი შუბლი, მოღუშული სახე უარყოფით სტიმულად აღიქმება. იგივე ითქმის თვალებით კონტაქტზე; როდესაც სტუდენტებმა პასუხი იციან მასწავლებლის კითხვაზე, ისინი ცდილობენ მასწავლებელს თვალებში უყურონ; მასწავლებელი თვალების კონტაქტით ცდილობს მოსწავლის მხრიდან ყურადღების მიქცევას და შენარჩუნებას. ასევე გაგებას, თუ რამდენად აინტერესებთ სტუდენტებს თემა. ხმის მახასიათებლებში შედის ხმის ტონი და ტემბრი; ტემბრის კონტროლი უფრო ძნელია, ვიდრე ტონის. სასურველია ხმის ტონი იყოს გადასაცემი მასალის შესატყვისი; ძალიან მაღალი ტონი აგრესიულად აღიქმება. ხმის ტონით ადვილი მისახვედრია ადამიანის ემოციური მდგომარეობა; ნაწყენი, გაბრაზებული, დაბნეული ან ბედნიერი ადამიანის ხმის ტონი მკვეთრად განსხვავებულია ერთმანეთისაგან. ადამიანების შეფასებაზე დიდ გავლენას ახდენს ჩაცმულობა . ჩაცმულობის მიხედვით დასკვნას აკეთებენ ადამიანების გემოვნებაზე, ენერგიულობაზე, როლზე, გუნებაგანწყობაზე, სტატუსზე და ა.შ. ხშირად ჩაცმულობის
მიხედვით მსჯელობენ ადამიანების კომპეტენტურობაზე, მიმზიდველობასა და სანდოობაზე.
არსებობს გარკვეული მოლოდინი როგორ უნდა იცვამდეს მასწავლებელი; ეს დამოკიდებულია კულტურაზე, სასწავლებლის ტიპზე. თუ მასწავლებელი მეტ-ნაკლებად არ ჯდება მოსალოდნელ სტილში, შესაძლებელია მის მიმართ ძალიან დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს. მაგ.: თანამედროვეა და მისაბაძია ან ძველმოდურია და ყურადღების მიქცევა არ ღირს.
ადამიანებს შორის მანძილი იცვლება ურთიერთობის ტიპისა და კულტურის მიხედვით; რაც უფრო ახლო ურთიერთობა აქვთ ადამიანებს, მით მცირეა ურთიერთობისას მანძილი; მეგობრები უფრო ახლო მანძილზე ურთიერთობენ, ვიდრე მასწავლებელი და სტუდენტი ან უცნობი ადამიანები. ასევე, აღმოსავლური კულტურა უფრო მცირე მანძილს ირჩევს ურთიერთობისას, ვიდრე ევროპული. როდესაც ურთიერთობისას ბუნებრივი მანძილი ირღვევა, ადამიანები იწყებენ შფოთვას, უხერხულად გრძნობენ თავს და ცდილობენ მათთვის კომფორტული მანძილის აღდგენას. დიდ ჯგუფებში უფრო დიდია მასწავლებელსა და სტუდენტს შორის მანძილი, ვიდრე მცირე ჯგუფებში. ფიზიკური გარემო მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კომუნიკაციის ეფექტურობას; როგორაა განლაგებული ავეჯი, რა ექსპოზიციებია კედლებზე განთავსებული, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია, თუ ვინ სწავლობს ამ ოთახში, რას საქმიანობენ ისინი, და ა.შ.
გარემო გავლენას ახდენს ადამიანებს შორის ურთიერთობაზე. სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება ექცევა საკლასო გარემოს მოწყობას; კვლევები აჩვენებს, რომ ნათელ, კეთილმოწყობილ სასწავლო ოთახში უფრო პოზიტიურია სტუდენტებს შორის ურთიერთობა, ვიდრე ბნელ და არაკეთილმოწყობილ გარემოში. გაკვეთილის ფორმატის მიხედვით იცვლება საკლასო გარემოც. კლასიკური ლექციის დროს სტუდენტები მერხებთან სხედან, ხოლო მასწავლებელი თავის მაგიდასთან ან დაფასთან დგას და ისე ხსნის მასალას; მასწავლებლის მაგიდა და სკამი განსხვავდება სტუდენტების მერხებისაგან და სკამებისაგან ზომითა და ფორმით; ასეთი კომუნიკაციისას მასწავლებელი და სტუდენტები არათანაბარ სიტუაციაში არიან; ტრეინინგებისას, მცირე ჯგუფებში მუშაობისას სტუდენტები სხედან წრეში. ასეთი გარემო ურთიერთობას მეტად ღიას და კომფორტულს ხდის. საერთოდ, პოზიტიური სასწავლო გარემო ნაკლებად შეიცავს ბარიერებს და ნაკლებად უსვამს ხაზს მასწავლებლისა და სტუდენტის სტატუსს შორის განსხვავებას.
კლასიკური ლექცია, ტრენინგი
დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნიკაციის პროცესში; კომუნიკაციის ეფექტურობა დამოკიდებულია დროსა და დროის მართვაზე. მაგ.: კვლევები აჩვენებს, რომ ახალი მასალის გაცნობა უმჯობესია გაკვეთილის დასაწყ-ისში ან ბოლოს, როდესაც სხვა მასალაში შერევა აღარ ხდება. სტუდენტები ყველაზე პასიურები მასალის გადამუშავების თვალსაზრისით გაკვეთილის შუაში არიან, ამიტომ ამ დროს ახალი მასალით გადატვირთვა არამიზანშე-წონილია.
დროში შედის პაუზები და საუბრის ტემპი ; დროის უდიდესი ნაწილი მიდის შეკითხვების დასმასა და პასუხებში; მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რა დრო შეიძლება დასჭირდეთ სტუდენტებს პასუხის გასაცემად ან საკითხის გადასაჭრელად და რა ხანგრძლივობისა შეიძლება იყოს პაუზები. ადამიანები განსხვავდებიან ინფორმაციის გადამუშავების სიჩქარის მიხედვით, ამიტომ სხვადასხვა ადამიანს ერთსა და იმავე კითხვაზე პასუხის გასაცემად და ერთი და იმავე მასალის გადასამუშავებლად შეიძლება მეტ-ნაკლებად განსხვავებული დრო დასჭირდეს. კვლევები აჩვენებს, რომ მასწავლებლები 5 წამზე მეტს არ ელოდებიან სტუდენტის პასუხს. ამასთანავე, მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს საუბრის ადეკვატური ტემპი; საუბრის ძალიან სწრაფი ტემპის
შემთხვევაში სტუდენტებს უჭირთ მასალის გაგება და გადამუშავება; ხოლო საუბრის ძალიან ნელი ტემპი შესაძლებელია სტუდენტებისათვის მოსაწყენი გახდეს. დროში შედის პუნქტუალობაც; სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხრიდან პუნქტუალობის დაცვა; მასწავლებელი არა მხოლოდ ზუსტად უნდა გამოცხადდეს ლექციაზე, არამედ ზუსტად დაგეგმოს აქტივობები და განსაზღვრულ დროს დაამთავროს ლექცია.
თემა მომზადებულია მასალიდან:
ლიკა ღლონტი, ანასტასია ქიტიაშვილი, ნინო ბარტყავა, ციცო გვარამაძე (2008). სწავლებისა და შეფასების მეთოდები პროფესიულ განათლებაში, სახელმძღვანელო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო