top of page

სწავლება-სწავლის ახალი მიდგომები განათლებაში 

  სწავლა   არის  ახალი  ინფორმაციის,  ცოდნის,  ჩვევების, დამოკიდებულებებისა  და  განწყობების  შეძენა.  სწავლა გულისხმობს ცვლილებას  ერთ  რომელიმე  ზემოთჩამოთვლილ  სფეროში,  რაც გამოწვეულია გამოცდილების  შეძენით.  

    სწავლა  საბოლოოდ  გამოცდილების  შედეგია  –  მას  მოჰყვება  ადამიანის მოქმედების  ცვლილება.  ყველა  ცვლილებაზე  დაკვირვება შეუძლებელია, სწავლა    ნერვულ  სისტემაში  მიმდინარე არათვალსაჩინო  პროცესია.

 არსებობს  სწავლის  სხვადასხვა  თეორია და მიდგომა,  რომლებიც  სწავლის  პროცესის  სხვადასხვა  ასპექტზე  აკეთებენ  აქცენტს.  ესენია: 

   1. ბიჰევიორისტული მიდგომა–ბიჰევიორიზმი ინგლისური სიტყვიდან behavior მოდის და ქცევას ნიშნავს. ბიჰევიორიზმი ქცევათმეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის როგორ იცვლება ადამიანის ქცევა სწავლის პროცესში. 

ბიჰევიორიზმი   სწავლის  პროცესში  განსაკუთრებულ  მნიშვნელობას  გარემო ფაქტორებს  ანიჭებს.  ბიჰევიორიზმის  მიხედვით  სწავლისათვის  სტიმულს გარემო  ფაქტორები  იძლევიან; ამიტომ  ბიჰევიორისტები  იკვლევენ  გარემო ფაქტორებს,  ანუ  სტიმულებსა  და  ამ სტიმულებზე   რეაქციებს.  მოცემულ თეორიას   სტიმულ-რეაქციის  თეორიის  სახელითაც მოიხსენიებენ.  მაგ.: ტელეფონის  ზარი  არის  სტიმული  იმისათვის,  რომ  ტელეფონის ყურმილი ავიღოთ.

   ბიჰევიორისტული  თეორია  მასწავლებელზე  კონცენტრირებული   თეორიაა,   ანუ  ის დირექტიული  სწავლების  თეორიას  წარმოადგენს.  ამ  თეორიის მიხედვით  მოსწავლე სწავლის პროცესში  პასიურია,  სწავლა  დამოკიდებულია  მასწავლებელზე  და  ინფორმაციის  გადაცემის ფორმაზე.  ძირითადი  აქცენტი  კეთდება სწავლებაზე  და  არა  სწავლაზე.  თუ  მასწავლებელი სასწავლო  გარემოს  გახდის  პოზიტიურს  და  სასიამოვნოს,  წაახალისებს  სტუდენტებს, მოსწავლეები  ეფექ ტურად  ისწავლიან  მასალას  და  პირიქით.  ბიჰევიორისტულ  თეორიას  არ აინტერესებს სწავლის პროცესში ადამიანის ინ დივიდუალური განსხვავებები და შესაძლებლობები. მისთვის  მთავარია  გარემოს  იმდაგვარად    ორგანიზება,  რომ  მოსწავლეებმა წვრთნის საფუძველზე გამოცდილება  შეიძინონ  ანუ  დაისწავლონ.    

   მეტიც, ბიჰევიორისტების  მიხედვით  არსებობს  დასწავლის  ფორმა,  რომელიც  სულაც  არ  საჭიროებს  ინფორმაციის  დამუშავებას, გაანლიზებას  ანდა  აზრის  გამოტანას;  მას  ასოციაციურ  დასწავლას  უწოდებენ.

ასოციაციური  დასწავლისას   ერთი  მოვლენა  ასოციაციურად,  გაუცნობიერებლად    უკავშირდება  მეორეს.  მაგ.:  მასწავლებლის  მიმართ დადებითი  დამოკიდებულება  შესაძლებელია  გავრცელდეს  საგნის  მიმართ  დამოკიდებულებაზე  ისე,  რომ  მოსწავლეს  არ  ჰქონდეს გაცნობიერებული,  თუ  რატომ  და  როგორ  ხდება  დამოკიდებულებების  ჩამოყალიბება.      

   ასოციაციურ  დასწავლაში  თავის  მხრივ  ორ  ფორმას  განასხვავებენ:  კლასიკურსა   და  ოპერატიულ  განპირობებულობას.   

 კლასიკური  განპირობებულობა   –    ასევე  მოიხსენიება  როგორც  `პირობით რეფლექსური  დასწავლა,  ვინაიდან  მოიაზრებს პირობითი რეფლექსის  გამომუშავებას.  ის  პირველად    რუსმა  ფიზიოლოგმა  ივანე  პავლოვმა  (1849-1936)  აღწერა.

   

   ივანე  პავლოვი,  იკვლევდა  რა  საჭმლის  მონელების  პროცესებს ძაღლებში,  შემდეგ  მოვლენას  გადააწყდა:  ექსპერიმენტის  დროს ძაღლები ნერწყვის გამოყოფას იწყებდნენ  საკვების  მიღებისას. ეს ბუნებრივი რეფლექსია.  მოცემულმა მოვლენამ  პავლოვს უბიძგა  შემდეგი  ექსპერიმენ-ტის  დაგეგმვისაკენ.  ის  რეკავდა  ზარს,  რომელიც  ცხადია,  არ  იწვევდა ნერწყვის  გამოყოფას;  შემდეგ  ის  რეკავდა  ზარს  და  ამავე  დროს  ძაღლს აძლევდა  საკვებს;  მოცემული პროცედურის  რამოდენიმეჯერ  გამეორების შემდეგ ზარის ხმა იწვევდა  ნერწყვის  გამოყოფას. ანუ  ზარის  ხმაზე, რომელიც  ძაღლისთვის სტიმულია, ძაღლი  იმავე  რეაქციით  პასუხობდა, როგორითაც  საკვების  დანახვაზე;  ამდენად,  სტიმულების  (საკვები  და ზარის  ხმა)  ასოციაციის  გზით  და  რამოდენიმეჯერ  გამეორების  შემდეგ ძაღლმა  ახალი  ქცევა  დაისწავლა.

    პავლოვის  თეორიის  გავლენით  ჯონ  უოთსონმა  დასწავლის  შემდეგი თეორია  ჩამოაყალიბა:  ნებისმიერი  დასწავლა  ხდება  კლასიკური განპირობების  გზით  და  ადამიანის  თანდაყოლილ  რეფლექსებს ეყრდნობა. 

ივანე პეტრეს ძე პავლოვი–

 რუსი მეცნიერი (1849-1936)

     კლასიკური  განპირობებულობის  მაგალითს  ხშირად  ვაწყდებით  სწავლების პროცესში.  სწორედ  კლასიკური  განპირობებულობა არის მიზეზი  იმისა,  რომ  ზოგიერთი  მასწავლებელი,  საგანი    მოგვწონს,  ზოგი  კი  არა. მაგალითად,  ავიღოთ  საგანი მასალათმცოდნეობა; სანამ  სტუდენტი  მას  არ  იცნობს,  ის  მისთვის  ჯერ  ნეიტრალური  სტიმულია,  მაგრამ    აუდიტორია  და მასწავლებელი,  რომლებიც დაკავშირებული  არიან  ამ  საგანთან,  შეიძლება  სტიმულად  გადაიქცნენ.  ეს  სტიმული  შეიძლება დაუკავშირდეს  როგორც  სასიამოვნო რეაქციას,  (მოსახერხებელი  სკამი,  კეთილგანწყობილი  მასწავლებელი,)  ისე  უსიამოვნოს მოუხერხებელი  სკამი,  ბრაზიანი მასწავლებელი).  საბოლოოდ,  ამ  სტიმულზე  შესაძლებელია  ემოცია  დაუკავშირდეს  საგანს,  ანუ შესაძლოა  მასწავლებელი  ასწავლიდეს მასალათმცოდნეობის  საგანს  და  იწვევდეს  მის  მიმართ  ნეგატიურ  დამოკიდებულებას.  ცხადია, საგნის  სწავლა  კოგნიტურ  აქტიობას საჭიროებს  მაშინ,  როცა  საგნისადმი  ნეგატიური  დამოკიდებულების  ჩამოყალიბება  ხდება უშუალოდ  კლასიკური  განპირობე-ბულობის  გზით. 

 

     არსებობს  დასწავლის  კიდევ  ერთი  ფორმა:  დასწავლა  ცდისა  და  შეცდომის  მეთოდით. ის  ჩამოაყალიბა  ედვარდ  თორნდაიკმა. მოცემული  სტილის  დასწავლა  შემდეგნაირად მიმდინარეობს:  ახალ  და  უცხო  სიტუაციაში  ადამიანი  სხვადასხვა  ქცევას  მიმართავს  მანამ, სანამ  მისი  ქცევა  სასურველ  შედეგს  არ  მოიტანს.  ამის  შემდეგ  ხდება  წარმატებული ქცევის გამეორება,  რასაც  დასწავლა  განაპირობებს.  მაგ.: წარმოიდგინეთ,  რომ  სტუდენტს ახლად დაწყებული  აქვს  მუშაობა  კომპიუტერთან.  ის  ბეჭდავს  დოკუმენტს,  მაგრამ  ზუსტად  არ ახსოვს, თუ  როგორ  უნდა  განახორციელოს  ტექსტის ცენტრირების ოპერაცია.  ის  მიმართავს სხვადასხვა  ქცევას  (აჭერს  სხვადასხვა  ღილაკს)  მანამ,  სანამ  სასურველ  შედეგს  არ მიაღწევს. ამის  შემდეგ,  როდესაც  ის  მიუჯდება  კომპიუტერს  სამუშაოდ,  უფრო  იოლად განახორციელებს  სასურველ  ქცევას.

თორნდაიკის დასწავლის კანონები 

ეფექტის კანონი: მოხდება იმ ქცევის გამეორება, დასწავლა, რომელსაც თან ახლავს “კმაყოფილების განცდა” და პირიქით, არ მოხდება იმ ქცევის გამეორება, რომელსაც თან არ ახლავს “კმაყოფილების განცდა”.

მზაობის კანონი: ნებისმიერი ქმედების დასწავლა-არდასწავლა მზაო-ბაზეა დამოკიდებული. მზაობაში  იგულისხმება ადამიანის განვითარების დონე და მოტივაცია. მაგ.: სტუდენტი კომპიუტერის გამოყენებით დავალების შესრულების დროს დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით მაშინ აღწევს სასურველ შედეგს, თუ მან უკვე გარკვეულ დონეზე იცის კომპიუტერთან მუშაობა. 

 

 

მრავალი რეაქციის კანონი:  როდესაც ადამიანი გადააწყდება პრობლემას, რომლის გადასაჭრელადაც მას არა აქვს მზა ქცევა, ის მიმართავს  მრავალ განსხვავებულ ქცევას მანამ, სანამ  ერთ-ერთ მათგანს საჭირო რეზულტატი არ მოჰყვება.

განწყობის ანუ დამოკიდებულების კანონის  თანახმად ჩვენ მივმართავთ გარკვეულ ქცევას ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების  გათვალისწინებით. მოცემული კანონი აღიარებს კულტურის და გამოცდილების ზეგავლენას. ჩვენი დამოკიდებულებები კულტურის ზეგავლენას განიცდის. მაგ.: ზოგიერთი კულტურისათვის აგრესიული ქცევა უფრო დამახასიათებელია, ამიტომ მოცემულ კულტურაში მოსალოდნელია ასეთი ქცევის დასწავლა და განმტკიცება. დომინანტური ელემენტების კანონის თანახმად, პრობლემურ სიტუაციაში ორგანიზმი რეაგირებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან (დომინანტურ) ელემენტებზე. სტუდენტი სწორი გადაწყვეტილების ძიებისას  პირველ რიგში თვალშისაცემ დეტალებს აფიქსირებს. ანალოგიური რეაქციის კანონი  გულისხმობს,  რომ, როცა ჩვენ ვხვდებით ახალ სიტუაციაში, პირველ რიგში მივმართავთ იმ ქცევას, რომელსაც მივმართავდით მსგავს სიტუაციაში. ჩვენ რეაქცია გადაგვაქვს  ერთი სიტუაციიდან მეორეში, რაც აუცილებელია ადაპტაციისათვის.

 

    XX  საუკუნის  ერთ-ერთმა  ცნობილმა  ფსიქოლოგმა  ბ.ფ. სკინერმა   განავრ-ცო  განმტკიცების  თეორია და  მას  ოპერანტული განპირობებულობის  თეორია უწოდა. სკინერის მიხედვით, ადამიანის  ქცევათა უმრავლესობა  ოპერანტულია, მაგ.:  სასწავლებელში  წასვლა,  წერილის  დაწერა:  ეს  იმას  მიშნავს,  რომ  ეს ქცევები წინასწარაა განზრახული, ნებელობითია და არა უშუალოდ  სტიმულით გამოწვეული,  როგორიცაა  მაგ.:  თვალის  ხამხამი,  დაცემინება.

   სკინერის  თეორიის  მიხედვით  დასწავლისათვის  უმნიშვნელოვანესია განმტკიცებისა და დასჯის გამოყნება. განმტკიცება შესაძლებელია იყოს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. პოზიტიური განმტკიცება წახალისებას გულისხმობს; ნეგატიური განმტკიცება კი არის უსიამოვნო სტიმულის მოცილება  მისაღები  ქცევის  განხორციელების  შემდეგ.  ის განიცდება  როგორც შვება.  

    ყოველთვის,  როცა  მასწავლებელი  უღიმის  სტუდენტს,  ეუბნება  რაიმე სასიამოვნოს,  აქებს,  უწერს  მაღალ  ნიშანს,  აღნიშნავს  თანატოლებთან  მის წარმატებებს,  ის  იყენებს  პოზიტიურ  განმტკიცებას.  მოსწავლე  გაიმეორებს ანუ  დაისწავლის  იმ  ქცევას,  რომელსაც  მასწავლებლის  მხრიდან  ამგვარი ქმედება    მოსდევს.  ნეგატიური  განმტკიცება   მაგ.:  მასწავლებელი  აღარ  

ბერას ფრედერიკ სკინერი

ამერიკელი მწერალი, ფსიქოლოგი და გამომგონებელი

(1904-1990)

 

აძლევს  შენიშვნას  სტუდენტს,  აღარ  უწერს  ცუდ  ნიშანს,  მას  შემდეგ,  რაც  მან დავალება  კარგად  შეასრულა.

   არსებობს  დასჯის  ორი  სახე:   პოზიტიური   და   ნეგატიური.

  დასჯის  ტიპს,  როდესაც  არასასიამოვნო  ზემოქმედების  ღონისძიებები გამოიყენება არასასურველი ქცევის აღკვეთის მიზნით, პოზიტიური  დასჯა ეწოდება.  მაგ.:  დატუქსვა  ან  ცუდი  ნიშნის  დაწერა  სტუდენტის  ცუდი  ქცევის  შესაბამისად.

  ნეგატიური  დასჯა არის  არასასურველი  ქცევის  შედეგად  გამოყენებული  გარკვეული  სასჯელი,  (ანუ  ჯარიმა),  რომელიც მოიაზრებს სასიამოვნო  სტიმულის  მოშორებას.  მაგ.:  მოსწავლის  დატოვება  სკოლაში  გაკვეთილების  შემდეგ.

 

მაგალითები  სასწავლო  გარემოდან

პედაგოგიური  რეკომენდაციები  ბიჰევიორისტული თეორიის  მიხედვით

ბიჰევიორისტული  თეორიის მიხედვით სწავლების პროცესში მასწავლებელმა  უნდა  გაითვალისწინოს  შემდეგი:

  • გაზარდოს   დადებითი  სტიმულების  რაოდენობა,  სიხშირე  და ინტენსიობა;

  • შეამციროს ნეგატიური სტიმულების რაოდენობა, სიხშირე და ინტენსიობა;

  • სწავლა კარგია დადებითი განწყობით; 

  • სწავლისათვის საჭიროა გამეორება და მასწავლებლისა და ინ-სტრუქტორის მხრიდან უკუკავშირი; 

  • მიზანმიმართული წახალისებისა და ჯარიმების გამოყენებით 

  • შესაძლებელია ქცევის გარკვეული სახეობების დასწავლა; 

  • მასწავლებელმა და სასწავლებელმა უნდა უბიძგოს ადამიანს პრობლემის გადასაჭრელად მიმართოს სხვადასხვა ქცევას, რის შემდეგაც უნდა დაჯილდოვდეს სწორი რეაქცია; 

  • ადამიანები რეაგირებენ განსაკუთრებით მნიშვნელოვან და უჩვეულო სტიმულებზე (იხ. დომინანტური ელემენტების კანონი) და არა ზოგადად მთელ სიტუაციაზე. ამიტომ სწავლების პროცესში მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მნიშვნელოვან (დომინანტურ), ასპექტებზე.  მაგ.:  მნიშვნელოვანი ასპექტების გამოყოფა დიდი შრიფტით, ფერის გამოყენება, ხშირი გამეორება. 

თემა მომზადებულია მასალიდან"

 1.ლიკა ღლონტი, ანასტასია ქიტიაშვილი, ნინო ბარტყავა, ციცო გვარამაძე (2008). სწავლებისა და შეფასების მეთოდები პროფესიულ განათლებაში, სახელმძღვანელო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2.http://en.wikipedia.org/wiki/Behaviorism

3.http://en.wikipedia.org/wiki/John_B._Watson

4.https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B0%D0%B2%D0%BB%D0%BE%D0%B2,_%D0%98%D0%B2%D0%B0%D0%BD_%D0%9F%D0%B5%D1%82%D1%80%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87

5. https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D0%BE%D1%80%D0%BD%D0%B4%D0%B0%D0%B9%D0%BA,_%D0%AD%D0%B4%D0%B2%D0%B0%D1%80%D0%B4_%D0%9B%D0%B8

6. http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=235ბერას ფრედერიკ სკინერის ოპერანტული განპირობებულობის თეორია და პედაგოგიკა

7. http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=287 – დასწავლის კანონები და ედვარდ ლი თორნდაიკის თეორია

8. http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=729 –დიმიტრი უზნაძის პედაგოგიური შეხედულებები

9. http://mastsavlebeli.ge/?action=news&lang=geo&npid=402 – თამარ კაციტაძე- ბიჰევიორიზმი და ბიჰევიორისტების რჩევები მასწავლებლებს

 

 

 

 

კონსტრუქტივისტული მიდგომა– შვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე და რუსი მეცნიერი ლევ ვიგოტსკი, რომლებიც კონსტრუქტივისტული თეორიის ფუძემდებლებად მიაზრებიან, მიიჩნევენ, რომ მოსწავლე თვითონ აგებს ცოდნას გონებაში- მასწავლებელი მხოლოდ ეხმარება. ამდენად, კონსტრუქტივისტული აზროვნების განვითარება მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბრუნერი განასხვავებს ადამიანის აზროვნების პროცესის 3 ფორმას. ეს ფორმები ადამიანის ზრდასთან ერთად მოსდევს ერთმანეთს: მოქმედებითი გამოხატვა, წარმოსახვითი გამოხატვა და სიმბოლური გამოხატვა (იყენებს სიმბოლურ სისტემებს ცოდნის დასაშიფრად). ამასთან, ბრუნერი გამოყოფს აღმოჩენით სწავლას, რაც კონსტრუქტივისტული თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღმოჩენა წარმოადგენს ინდუქციური აზროვნების ფორმას.

მეცნიერის მტკიცებით, ცოდნის ორგანიზების გზებია:

  • ცნებები – მსგავსი საგნებისა და მოვლენების დაჯგუფება. ლოგიკური აზროვნების ბირთვია ცნებების დაუფლება.

  • სქემები (მჭიდროდ ორგანიზებული ფაქტების ერთობლიობა) და სცენარები (როცა სქემა მოიცავს მოვლენათა სისტემურ თანმიმდევრობას, მას სცენარი ეწოდება.) ბავშვები სქემებსა და სცენარებს იყენებენ ჩვენ მიერ გამოტოვებული ინფორმაციისაღსადგენად.

  • თეორიები – ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, აგებენ შეხედულებათა სისტემებს ანუ თეორიებს სამყაროს სხვადასხვა ასპექტის შესახებ.

  • მსოფლმხედველობა – ზოგადი შეხედულებები და ვარაუდები რეალობის შესახებ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოდელირება - ამ მიდგომის დროს მასწავლებელი ხსნის რთულ ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ უჩვენებს მოსწავლეებს ამოცანის ამოხსნისგზას, თან უხსნის, რატომ აირჩია ეს გზა და ყურადღებას ამახვილებს საკვანძო მომენტებზე.

„ხარაჩოს მეთოდი" - მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაც მათ დამოუკიდებლად გაუძნელდებათ. მასწავლებელი ეხმარება, დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლე თავად ახერხებს დავალებისთვის თავის გართმევას.

არტიკულაცია - მოსწავლეთა წახალისება, მცირე ჯგუფებში მუშაობა იდეალურია საკუთარი აზრის გამოხატვისა და ჩამოყალიბებისთვის. ვერბალიზაცია მნიშვნელოვანი პროცესია კონსტრუქტივისტული მიდგომის დროს.

რეფლექსია (მეტაკოგნაცია) - ამ დროს მოსწავლეები თავად ახდენენ საკუთარი სწავლისპროცესის ანალიზს. ადარებენ თავიანთ შეხედულებებს, ნაშრომებს სხვა მოსწავლეების ან „ექსპერტების" ნაშრომებს. ამ გზით მათ კრიტიკული აზროვნება უვითარდებათ.

თანამშრომლობა - ეს კომპონენტი უკავშირდება სოციალურ მხარეს, თანამშრომლობით გარემოს. მოსწავლეები ერთმანეთთან ურთიერთობით იძენენ ცოდნას.

არჩევანი - კონსტრუქტივისტული მეთოდი მოსწავლეებს ხშირად აძლევს არჩევანის საშუალებას, მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ აზრი იმ საკითხსა თუ პროექტზე, რომელზეც მუშაობენ. ეს მიდგომა ზრდის მოტივაციასაც.

მოქნილობა - კონსტრუქტივისტული მიდგომის თანახმად, გაკვეთილი არ არის წინასწარ მკაცრად განსაზღვრული და დაგეგმილი პროცესი, რომელიც ზუსტად ისე უნდა განხორციელდეს, როგორც დაიგეგმა. გაკვეთილის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მასწავლებელი ცვლის გაკვეთილის გეგმას, საფეხურებს, ავლენს მოქნილობას.

ადაპტაციის უნარი - მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების ადაპტირება მოსწავლეთა შესაძლებლობებთან.

მრავალმხრივი რეალობა - ეს მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს იმის გაგებაში,რომ ზოგჯერგანსაზღვრული პასუხი არ არსებობს. ეს მათ კრიტიკულ აზროვნებას აჩვევს.

ჟან პიაჟე

შვეიცარიელი ფსიქოლოგი 

მასწავლებელს შეუძლია, ასწავლოს მოწაფეს გზა, მაგრამ მის გავლაზე პასუხისმგე–ბლობა უკვე თავად მოწაფეს ეკისრება. ბლოგ „ორიონის" განმარტებით, სწავლის თეორიებს, რომლებიც სწავლას განსაზღვრავს როგორც გამოცდილებისგან ცოდნის აგებას, სწავლის კონსტრუქტივისტული თეორიები ეწოდება. ეს თეორიე–ბი ყურადღებას ამახვილებს სწავლის პროცესის სოციალურ ხასიათზეც. ვიგოტსკი სწავლის სწორედ სოციალურ ხასიათს უსვამდა ხაზს. ბავშვები სწავლობენ მოზრდილ ადამიანებთან და უფრო კომპეტენტურ თანატოლებთან კომუნიკაციის შედეგად. კონსტრუქტივისტულ აზროვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია სკაფოლდინგი.

მასწავლებელი კულტურული აგენტის - დესპანის როლს ასრულებს (ვიგოტსკი). თავდაპირველად მან მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გაუწიოს მოსწავლეს, მერე კი თანდათანობით შეამციროს მხარდაჭერა და ბავშვს დავალების დამოუკიდებლად შესრულების შესაძლებლობა მისცეს. ბრუნერის კოგნიტური ზრდის თეორიის თანახმად, ადამიანის ინტელექტუალური განვითარება მოიცავს მეთოდურ წინსვლას გონების გამოყენების კუთხით. მეთოდური წინსვლა გაუმჯობესებულ ენობრივ უნარებსა და სისტემატურ სწავლებაზეა დამოკიდებული.

 

ფსიქოლოგი 

ლევ სიმონის ძე ვიგოტსკი

პიაჟესა და ვიგოტსკის თეორიების თანახმად, მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა და არა ინფორმაციის პასიური მიმღები. 

აქტივობები დაფუძნებულია ყოველდღიურად წარმოჩენილ საჭიროებებთან დაკავშირებულ მასალაზე. 

მასალა თავდაპირველად განიხილება, როგორც ერთი მთლიანი და მერეღა ხდება მისი შემადგენელი ნაწილების გაანალიზება.

მასწავლებელი გაკვეთილს მოსწავლეთა კითხვებზე აგებს. 

მასწავლებელი ქმნის სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამოუკიდებლად აღმოჩენა. 

მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას, რის საფუძვეელზეც ასკვნის, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. 

შეფასება განიხილება როგორც სწავლებისა და სწავლის პროცესის ნაწილი და ხორციელდება პორტფოლიოების გამოყენებითა და მოსწავლეებზე უშუალო დაკვირვების გზით.

ახალი იდეების არსებულ ცოდნასთან დაკავშირება სწავლებისადმი კონსტრუქტივისტულიმიდგომის შემადგენელი ნაწილია.

 

თემა მომზადებულია მასალიდან:

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=272

bottom of page